Sunday, October 2, 2016

დღე-8

დღეს სასწავლო პროექტის გეგმაში განვიხილეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა  დიფერენციალური სწავლება.ვისაუბრეთ მათ ჩართვაზე პროექტზე  მუშაობისას.სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს უნდა მიეცეთ მათი დონის  შესაბამისი დავალებები,რათა თითოეულმა მათგანმა გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებ-
ლობა.
 ასევე ვიმსჯელეთ იმის შესახებ,თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების
ხარისხის გაუმჯობესებისთვის.ამასთანავე ვისწავლეთ დოკუმენტების შექმნა და გუგლი ქრომში  დრაივიდან მათი საქაღალდეში ჩატვირთვა.




 

Saturday, October 1, 2016

დღე-7

დღეს ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებზე.გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკას და შემდეგ ანალოგიურად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი თემის
მიზნები და შინაარსი.
,,პროექტებით სწავლების"სახელმძღვანელოში გავეცანით მოსწავლეთა პროექტებით შეფასებას.გავიგეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ რუბრიკები და ტექნოლოგიები და ეფექტურად  მოვარგოთ ჩვენ პროექტს.
დიდი მადლობა ქალბატონ გვანცას საინტერესო ახსნა- განმარტებისთვის.