Sunday, October 2, 2016

დღე-8

დღეს სასწავლო პროექტის გეგმაში განვიხილეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა  დიფერენციალური სწავლება.ვისაუბრეთ მათ ჩართვაზე პროექტზე  მუშაობისას.სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს უნდა მიეცეთ მათი დონის  შესაბამისი დავალებები,რათა თითოეულმა მათგანმა გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებ-
ლობა.
 ასევე ვიმსჯელეთ იმის შესახებ,თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების
ხარისხის გაუმჯობესებისთვის.ამასთანავე ვისწავლეთ დოკუმენტების შექმნა და გუგლი ქრომში  დრაივიდან მათი საქაღალდეში ჩატვირთვა.




 

Saturday, October 1, 2016

დღე-7

დღეს ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებზე.გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკას და შემდეგ ანალოგიურად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი თემის
მიზნები და შინაარსი.
,,პროექტებით სწავლების"სახელმძღვანელოში გავეცანით მოსწავლეთა პროექტებით შეფასებას.გავიგეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ რუბრიკები და ტექნოლოგიები და ეფექტურად  მოვარგოთ ჩვენ პროექტს.
დიდი მადლობა ქალბატონ გვანცას საინტერესო ახსნა- განმარტებისთვის.

Sunday, September 25, 2016

დღე-6

დღეს გავიხსენეთ სლაიდების საშუალებით როგორ შეიიძლება მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ ჩვენი პროექტები.ძალიან სახალისო ლექცია-პრაქტიქული ჩაგვიტარდა.გავიხსენეთ ფოტოების გადმოწერა.

Saturday, September 24, 2016

დღე-5



დღეს სასწავლო პროექტების ძალიან საინტერესო განხილვები  გვქონდა.საკუთარი პროექტის გარდა განვიხილეთ ჯგუფის სხვა წევრების პროექტების სასწავლო მიზნები და შედეგები.დავხვეწეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებისა და საშუალებების შესახებ.სასწავლო პროექტის სტანდარტებში ჩავრთეთ  21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევები.მოვირგეთ მოსწავლის როლი.

Tuesday, September 13, 2016

დღე-4

დღეს ძალიან შრომატევადი გაკვეთილი გვქონდა.პროექტზე მუშაობისას გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს:ზოგადს,თემატურს და შინაარსობრივს..მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო ჩვენი პროექტის მიხედვით. ვიმსჯელეთ შეფასების სტრატეგიებზე.
უღრმესი მადლობა ქალბატონ გვანცას.

Monday, September 12, 2016

დღე-3

დღეს ვისაუბრეთ და პრაქტიკულადაც შევქმენით  ბუკლეტი,რომელიც ბლუმის ტაქსონომიას შევუსაბამეთ.ეროვნული სასწავლო გეგმიდან მივუსადაგე შესაბამისი სტანდარტი.ვისწავლე ნამუშევრის შენახვა.

Saturday, September 10, 2016

დღე-2

                                           დღე-2
დღეს საკმაოდ შრომატევადი დღე გვქონდა.ვისაუბრეთ სხვადასხვა თემის ირგვლივ.თემები გამიზნული იყო  სხვადასხვა  პრობლემების კავშირზე რეალურ ცხოვრებასთან,მიზნისა და შედეგის სწორად განსაზღვრაზე.ასევე შევისწავლეთ ბროშურის,გაზეთისა და ა.შ.გარეკანის გაფორმება და მოკლე რეკლამის გაკეთება.